მთავარი გვერდი
ყურადღება!!!
საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია(FCI) აფრთხილებს ყველა თავის წევრს და კონტრაქტ პარტნიორს, რომ არ გააჩნია ურთიერთობა საერთაშორისო კანინას ფედერაციასთან(F.C.I.) და რომ მას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.
 
 
 
Puppy Shop
საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების პატრონაჟით, კომპანია "ზოოლაიფმა" პირველად საქართველოში გახსნა "Puppy Shop" მაღაზია.
 
 
დაწვრილებით...
 
ქართული მთის ძაღლი
 
ქართული მთის ძაღლის პოპულარიზაცია იწყება. 
 
დაწვრილებით...
 
4 ოქტომბერი ცხოველთა დღეა
   
 
 საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოებამ და თბილისის ზოოპარკმა ერთობლივად აღნიშნა ცხოველთა მსოფლიო დღე 4 ოქტომბერი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო უპატრონო ლეკვების დაბინავება მსურველებზე, მათი უსასყიდლოდ ჩიპირება და ლეკვების მეპატრონეებისათვის ფასდაკლების ბარათების დარიგება. ასევე ჩვენმა ორგანიზაციამ და სადაზღვეო კომპანია ვესტმა მოაწყო ერთობლივი პროექტის “ცხოველთა დაზღვევა” პრეზენტაცია . თითოეული გაჩუქებული ლეკვი იქნა დაზღვეული აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ღონისძიებას აფორმებდა ქორეოგრაფუილი ანსაბლი “იბერია” თამუნა ქორიძის ხელმძღვანელობით.

დაწვრილებით...
 
"ერთგული მეგობარი" 2009
 
 საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოებამ 14 ივნისს პარკ მზიურში მოაწყო აქცია „ერთგული მეგობარი“ 2009. აქცია მიეძღვნა ცხოველთა დაცვის აგიტაციას და კინოლოგიური კულტურის ამაღლებას საქართველოში. აქციის ფარგლებში მოეწყო არლეი ხელაიას სახელობის ტურნირი, გალა კონცერტი პოპულარული მომღერლების მონაწილეობით, ავტო შოურუმი და ფოტოხელოვანთა გალერეა.
დაწვრილებით...
 
საწვრთნელი სკოლა "მზიური"
 
 მუნიციპალურ პარკ "მზიურში" გაიხსნა კინოლოგიური საწვრთნელი სკოლა "მზიური". სკოლაში ძაღლების წვრთნა მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. სკოლას ხელმძღვანელობენ მაღალკვალიფიცირებული მწვრთნელ–ინსტრუქტორები ვიქტორ ნიკურაძე და გია ჯავრიშვილი.
დაწვრილებით...
 
გადაცემა "ერთგული მეგობარი"
 
2009 წლის 17 იანვარს, რადიო 106.4(პირველი რადიო) ეთერში გავიდა გადაცემა "ერთგული მეგობარი".
დაწვრილებით...
 
გიორგი ქორქია და ჩვენ
 
26 ოქტომბერს გადაცემა P.S. - ში გავიდა რეპორტაჟი ძაღლების შესახებ!
დაწვრილებით...
 
ერთგული მეგობარი!
 
 
2008 წლის 12 მაისს საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოებამ დაასრულა მუშაობა პროექტზე ერთგული მეგობარი. პროექტი წარმოადგენს მუსიკალურ ჰიმნს - ვიდეო რგოლით. პროექტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შოუ-ბიზნესში მოღვაწე პოპულარულმა მომღერლებმა:
დაწვრილებით...
 
კინოლოგიური კატალოგი
 
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების პირველი სენსაციური პროექტი (პირველი ქართული მაღალხარისხიანი, ფერადპოლიგრაფიული კინოლოგიური კატალოგი) ჯიშიანი ძაღლები საქართველოში.
დაწვრილებით...
 
გაყიდვაშია
შევიფაროთ
გამოკითხვა
რომელ ჯიშს ანიჭებთ უპიატესობას?
 
რეკლამა
არქივი